რეზონანსი
03.10.2018

 რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები რამდენიმე შეღავათით ისარგებლებენ, მათ შორის ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.  ტაქსებს, რომელთაც ლიცენზია 10 ოქტომბრამდე ექნებათ, გადაღებვის ვაუჩერს გადასცემენ. ასევე, ტაქსის მძღოლები, რომლებიც ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის ვაუჩერის მიღების სურვილს გამოთქვამენ, ვალდებულნი იქნებიან 2 წლის განმავლობაში მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამა განათავსონ.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×