(რეზონანსი) არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დააკავეს. ინფორმაცია "ნიუპოსტს" რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ამის შესახებ წერს "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძეც.
"სვეტის"დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაკავებულია !
იმედია,გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველა იმ პირს დაასახელებს,სუსის მაღალჩინოსნების ჩათვლით,რომელიც "ქრონიკა+"-ში გუშინ გამოქვეყნებულ წერილშია ნახსენები !
შეგახსენებთ რომ ფინანსურ პოლიციაში გამოძიება დაახლოებით ორი კვირის წინ, 182-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.
გამოძიების დაწყებას წინ უძღვოდა მენაშენეების მიერ სამშენებლო კომპანია „სვეტთან" გამართული აქციები, რომლებიც ბინების აშენებას, ნაწილი კი თანხების უკან დაბრუნებას მოითხოვდა.