სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პარტია "აყვავებული სომხეთისა" და "დაშნაკცუტიუნის" ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა და იქვე გადააყენა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტიუნის“ ორი მინისტრი.
ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მინისტრების გათავისუფლების ბრძანების ძალაში შესვლისთანავე, თავადაც დატოვებს თანამდებობას, რათა ის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიონ.
"პირველი არხის" ცნობით, სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელმაც შესალოა, ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკურ პარტიის წევრებმა, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტიუნის“ დეპუტატებმა.