რეზონანსი
03.10.2018

 აშშ გაეროს მისიაში მომუშავე დიპლომატთა ერთნაირსქესიან პარტნიორებზე ვიზის გაცემის პროცედურას ამკაცრებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დიპლომატების ლგბტ მეწყვილეები ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური ვიზების მიღებას მანამ, სანამ მათ ურთიერთობას ოფიციალურად არ დაარეგისტრირებენ. მათთვის, ვისაც უკვე მიღებული აქვს ასეთი ვიზა, სავალდებულოა ურთიერთობა ოფიციალურად დაარეგისტრირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუხდებათ ამჟამინდელი საცხოვრებლის დატოვება.

"ბიბისის" ინფორმაციით, გამონაკლისი არსებობს იმ ქვეყნებისთვის, სადაც ასეთი ტიპის ქორწინება კანონით ნებადართული არ არის. ამჟამად მსოფლიოს 71 ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა კავშირები კრიმინალიზირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×