რეზონანსი
03.10.2018

 ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მწერალი, დრამატურგი თამაზ ჭილაძე უკანასკნელ გზაზე დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა გააცილა. როგორც ჟურნალისტი წერს, დასაფლავებაზე არ გამოჩენილან ის ადამიანები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში ამინდს ქმნიან.

"არავინ გამოჩენილა იმ “ცნობილებიდან”, დღეს ამინდს რომ ქმნიან ქართულ საზოგადოებაში, ჭკუას რომ ეკითხებიან, კომენტარებისთვის რომ დასდევენ… უწიგნურობაა ამ უბედურების თავი და თავი და ეს მალე კიდევ უფრო დაეტყობა ამ ქვეყანას, თორემ თამაზ ჭილაძემ ღირსეულად იცხოვრა და ღირსეული მემკვიდრეობა დატოვა”, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×