რეზონანსი
03.10.2018

 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში გურიაში, გოგოს დაბადების შესახებ წერს. როგორც ირკვევა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში, მშობიარემ სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის სამშობიაროში წამოიყვანა, თუმცა ქალს მშობიარობა გზაში დაეწყო.

„ჩოხატაურის სოფელ შუა ამაღლებაში ჩვენი ეკიპაჟის წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს მანქანაში ამშობიარეს. ახალშობილი გოგო და დედა თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ვიზიარებ მათი ოჯახის წევრების დიდ სიხარულს და ჯანმრთელობას ვუსურვებ!“ - წერს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×