რეზონანსი
03.10.2018

 პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ 2012 წლამდე იყო კატასტროფა ქვეყანაში. 

"ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უკეთესები ვიდრე წინა, დღეს გვაქვს ჯანსაღი სიტუაცია, ბიზნესში, ეკონომიკაში… ღმერთმა დაგვიფაროს რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყოს, რომ “ნაციონალებზე” უკეთესი ვიყოთ. მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება 2012 წელს და ისინი ჩავაბარეთ წარსულს, ისე რომ ისინი ვერ განმეორდებიან. მუდმივად უნდა შევახსენოთ ხალხს რა ხდებოდა მათი ხელისუფლების დროს. უბედურება, რომელიც დაატრიალა საქართველოში “ნაცმოძრაობამ”. ჩვენ ამ არჩევნებნში 10-0-ს მოვუგებთ “ნაცმოძრაობას”. ჩვენი მიზანია, ეს პარტია ჩავტოვოთ იმ რეიტინგში, რაც მათ ბოლო წლებში აქვთ. “ნაციონალები” 27%-ს არ უნდა აცდეს. საზოგადოება უნდა გამოვიდეს და პასუხი უნდა გასცეს მათ სიბინძურეებს”- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×