რეზონანსი
02.10.2018

 სომხეთის პრემიერ-მინისტრა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, ერევანში პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნონ და მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სომხეთის პარლამენტი 2 ოქტომბრის საღამოს სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბა, რათა მიეღოთ ცვლილება, რომელიც ფაშინიანს არ აძლევს ნებას, 2018 წლის ბოლომდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

ფაშინიანმა მხარდამჭერებს "ფეისბუქის" საშუალებით მოუწოდა, გამოვიდნენ პარლამენტთან და ვადამდელი არჩევნები მოითხოვონ. დეპუტატებს კი ურჩია, ნუ დაუჭერენ მხარს ამ “კონტრრევოლუციურ” კანონპროექტს,

თუმცა პარლამენტმა ეს კანონი მაინც მიიღო 67 ხმით. შენობის გარეთ კი მიტინგი მიმდინარეობდა.

"ნეტგაზეთის" ცნობით, ფაშინიანს, რომელსაც პარლამენტში თავისი მხარდამჭერების სიმრავლე სჭირდება, სურს, რომ არჩევნები დეკემბერში გაიმართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×