რეზონანსი
02.10.2018

 კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება. ქართული ენის შემსწავლელ კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ოთარ ბერეჟიანი წარუძღვება. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჰანკუკის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსი აღნიშნული მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×