რეზონანსი
02.10.2018

 რესტორან „საბატონი“-ში პირველი ხაჭაპური გაიჭრა, რომლის ღირებულების გადახდაც  ქართული კრიპტოვალუტით - „აისი კოინით“ განხორციელდა. ამის გაკეთება კი ანდროიდის ტელეფონით და QR კოდის საშუალებით მოხერხდა. პირველი გადახდის დემონსტრირება საჯაროდ „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ მოახდინა.

„საკმაოდ მარტივი პროცედურაა. ამისთვის ადამიანს ორი რამ სჭირდება - ანდროიდის ტელეფონი და "აისი კოინების" გარკვეული რაოდენობა. თანხა ადრესატის ბალანსზე მომენტალურად აისახება. მიმდინარეობს მუშაობა აიფონის აპლიკაციაზეც. ცოტა ხანში კი მომხმარებლებს საკუთარი ბარათების გამოყენების საშუალებაც ექნებათ“, - განაცხადა შერვაშიძემ.

რესტორნის ადმინისტრაციასა და „ლუნა გრუპს“ შორის ქართული კრიპტოვალუტის „აისი კოინის“ გადახდის საშუალებად დანერგვის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×