ბიუჯეტში, როდესაც ლარის კურსის 2.63 ნიშნული იდება, ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურ გუნდს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა ამაზე მეტად გამყარდება. კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, რომ ტრენდი დოლარი/ლარის კოტირებისა, აღმავალია. სტაბილურობის შენარჩუნება 25 დეკემბრიდან დაიწყებაб ხოლო იანვრიდან ისევ გაუფასურების ტენდენცია დაიწყება.
„ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტში 2.63 ნიშნული ჩადო, ნიშნავს იმას, რომ ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულზე გადადის. რაც შეეხება ლარის პროგნოზს, უახლოესი 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.72 ნიშნულზე დაფიქსირდება“, - აცხადებს შენგელია.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.