რეზონანსი
02.10.2018

 ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა. 

,,ამ დროისთვის ახალი ტერმინალის შენობის ცენტრალურ უბანზე მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი ე.წ. ანტრესოლის მოსაწყობად, სადაც საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოთახები უნდა განთავსდეს. ანტრესოლის შიდა სივრცე იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალურ ნაწილში იქნება ოთხი, ხოლო ჩამოფრენის დარბაზის ნაწილში - ორი სართული‘’, - განაცხადა ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფრასტრუქტურის განვითარების მენეჯერმა გიორგი მიხანაშვილმა. 

დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასავლელი (ე.წ. გეითი) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000–1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×