რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი მისივე გარემოცვის წარმომადგენლებმა მოწამლეს და თუ ეს შემთხვევა ფატალურად დასრულდება, ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება.

"ვანო მერაბიშვილის ამბავს ნუ ეხუმრებით! ყველაფრიდან ჩანს, რომ მიშა სააკაშვილი ემზადება "აფეთქებისთვის" და რევოლუციისთვის! რევოლუციას კი, "ნაცების" "საუკეთესო ტრადიციით" მსხვერპლი - ანუ მოკლული "გმირი" სჭირდება! როგორც ეს საწყალი გიორგი სანაია იყო!

"ნუ გამორიცხავთ, რომ მერაბიშვილი მართლა მოწამლეს, რათა ის დაიღუპოს დაუდგენელი დიაგნოზით და ეს ამჟამინდელ ხელისუფლებას დაბრალდეს! ამ სახით, ის გახდება ჩაფიქრებული რევოლუციის გმირი! "ბავშვის მკველელებზე ხელის დაფარება" "ბიზნესმენების რეკეტი". "ყოფილი მინისტრის გაუპატიურების მუქარა" "ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პატიმრის მოწამვლა და მკვლელობა" სრული კომპლექტია რევოლუციისთვის! მე მგონია, რომ "ნაცებს" მაინც არაფერი გამოუვათ და ჩაისვრიან! მაგრამ - ფრთხილად!!"- წერს ბაკურ სვანიძე ფეისბუქში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×