რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ორი წლით პატიმრობამიუსაჯა მამაკაცს, რომელიც ყოფილ ცოლს დაწვით ემუქრებოდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში მსჯავრდებული, რომელიც იმ მომენტში პირობით სასჯელს იხდიდა, ყოფილ ცოლთან სახლში მივიდა, რომ ბავშვები წაეყვანა. ცოლმა კარი არ გააღო და მამაკაცს წასვლა სთხოვა. მამაკაცს ეს არ მოეწონა და კარის შემტვრევა დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხა.

მამაკაცი არ დამშვიდდა და დაუწყო ყოფილ ცოლს ყვირილი და მუქარა, რომ დაწვავდა მას. ამ დროს დაიწყო საწვავის ამოღება ეზოში მდგარი ავტომობილიდან.

მსჯავრდებულმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო - ის პოლიციელებმა დააკავეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×