რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი მენეჯმენტთან უთანხმოების გამო "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ტოვებს. ის "საზოგადოებრივ მაუწყებელში" 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპმენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია", - აცხადებს ზურაბიშვილი.

გიორგი ზურაბიშვილი მადლობას უხდის კოლეგებს, სპორტული რედაქციის წევრებს.

„სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს. მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემ სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!", - აცხადებს ზურაბიშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×