(რეზონანსი) ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქვეყანა რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება - ეს განცხადება ნატოს გენერაულმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გაკეთა, რომელიც ხვალ იხსნება.
მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დაესწრება.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
„განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს და მოკავშირეებს მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ჩვენი თანამშრომლობა. შევეხებით შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ვნახეთ, რომ რუსეთი აძლიერებს რეგიონში სამხედრო ყოფნას. კომისიის სხდომაზე ასევე ვისაუბრებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ამ საკითხზე საქართველოსთან. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმებს. ბევრი რამ გააკეთა საქართველომ ამ კუთხით, მაგრამ მოვუწოდებთ რეფორმების გაგრძელებისკენ, ჩვენ კი დავეხმარებით მათ განხორციელებაში. ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის," - განაცხადა იენს სტოლტენბერგი.