რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იგზავნება. მსჯავრდებული დეკანოზის ინტერესების დამცველები ამ წუთებშიც ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებიან.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის უფლებები ამ ხნის მანძილზე არაერთხელ დაირღვა.

„აქ არის წამყვანი კონვენციის მე-6 მუხლი და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უხეში დარღვევა, რასაც ჰქონდა ადგილი. ასევე ვფიქრობ მე-18 მუხლის მიმართულებით, იმიტომ რომ მთელი შეზღუდვები, რომელსაც რიგ შემთხვვაში ჰქონდა ადგილი კონვენციით დადგენილ მიზნებს არ ემსახურებოდა.

ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად უკანონო პატიმარი და ქართული მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სინდისზეა ის, რომ უკანონოდ ჰყავთ ადამიანი დატყვევებული"- ამბობს ჯანდიერი.

დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი ინსტანციის სასამართლო, სადაც დეკანოზ მამალაძის საქმის გასაჩივრება მოხდება. შესაბამისას ისინი მიმართავენ სტრასბურგს, რათა გიორგი მამალაძის „უკანონო ტყვეობა დასრულდეს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×