რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) პროტოპრესვიტერის გიორგი ძვიადაძის განცხადებით, მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია და ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის აზრს.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლს, ყველას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია. საქართველოს ეკლესია თავის აზრს არ შეცვლის არავითარ შემთხვევაში. ეს დამოკიდებულება რჩება შეუცვლელ დამოკიდებულებად.

"მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფოს და ეკლესია დგას ქართულის სახელმწიფოს გვერდით. ეკლესია არ საუბრობს ამას დაპირისპირებისა და ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. საპატრიარქო ჩვენი ხალხისადმი, სახელმწიფოსადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით ამბობს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია და რომ ეს ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

საპატრიარქოში სასულიერო სემინარიის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას პრემიერ-მიმისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×