რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) პრეზერვატივების შეფუთვის მწარმოებელი კომპანია "აიისა" მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებიან პრეზერვატივებს ყიდის.

#არასალომეზურაბიშვილს - ამ სლოგანით კომპანია მომხმარებელს პრეზერვატივის 5 სხვადასხვა შეფუთვას სთავაზობს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება.

პრეზერვატივების შეფუთვაზე საპრეზიდენტო კანდიდატის ცნობილი ციტატებია დატანილი. შეფუთვებს შორისაა ზურაბიშვილის ფოტო კრემლის ფონზე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად.

"აიისამ" ზურაბიშვილის გამოსახუსულებით და მისი სიტყვებით "სადაც არ უნდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო", პრეზეტვარვი წინა კვირაშიც გამოუშვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×