რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღეს ყოფილი მინისტრი კლინიკა "მედიქლაბში" დარჩება.

ადვოკატის თქმით, ის მთავარ ექიმს და საავადმყოფოს დირექტორს ესაუბრა და მათ უთხრეს, რომ მერაბიშვილთან დღეს სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი შევა და მას სრულყოფილ, ახალ კვლევას ჩაუტარებენ.

"იმედია სრულად გამოიკვლევენ და სულ მცირე დიაგნოზს მაინც გვეტყვიან რა ჭირს ამ ადამიანს წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რომ ისინი უძლურები არიან, არ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა და მერაბიშვილის მკურნალობა.

"რანდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი აპირებენ მერაბიშვილის დატოვებას დღეს ამ კლინკაში, რათა ერთხელ მაინც მოხდეს სრულყოფილად მისი გამოკვლევა და რაიმე შედეგის დადება. ამიტომ ის განცხადება, რომ თითქოსდა მერაბიშვილი კარგად გრძნობს თავს სხვა დღეებთან შედარებით უხერხული და ურთიერთსაწინააღმდეგოა",- განაცხადა ჩივიაშვილმა.

დღეს ვანო მერაბიშვილი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ ორი კვირაა, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ვანო მერაბიშვილი 26 სექტემბერსაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები "ავერსის" კლინიკაში ჩაუტარდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×