რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს - ამბობს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია ვანო მერაბიშვილზე საუბრისას.

მარშანიას განცხადებით, მერაბიშვილი საპატიმროში კარგ პირობებში იმყოფება, რაც გასაკვირია.

"თავი ხომ არ სტკივა ვანოს? ანალგინი ხომ არ გავუგზავნოთ ან ციტრამონი? მე შემიძლია გავუგზავნო. რა შეწყალება ეგ მე მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს. თან მატროსოვზე კი არა გლდანის მერვეში. თან მატროსოვზე რა პირობებშია? რბილ ბალიშებზე წევს, ტელევიზორი აქვს და როგორც ვიცი კომპიუტერიც. რატომ ასეთ არათანაბარ პირობებში? ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთ. ვის რათ უნდა მაგის მოწამვლა, ვის რაში აინტერესებს მისი მოწამვლა?", - განაცხადა ადა მარშანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×