რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონების" მდივანმა მამუკა ჩიქოვანმა ფრაქცია დატოვა.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ის მუშაობას დამოუკიდებელ მაჟორიტატად გააგრძლებს.

"ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,"- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×