მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადვოკატებისთვის უცნობია. მათ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულება დიაგნოზს შეგნებულად მალავს. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სამედიცინო კვლევის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ადვოკატებისთვის მერაბიშვილისთვის დასმული დიაგნოზი ამ დრომდე არ გადაუციათ.
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ და რაღაცის ფალსიფიცირების მცდელობა ხდება. იმიტომ, რომ ერთი კვირა გადის ჩვენთვის ხელმიუწვდომელია მერაბიშვილის დიაგნოზები "ავერსის" კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ. ეს იმ ფონზე, როდესაც გუშინ იუსტიციის მინისტრი გვესაუბრებოდა დარწმუნებით, რომ მას არაფერი სჭირს. რა გამოდის, იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არაფერი ვიცით. არ იცის ოჯახმა, არ იციან ადვოკატებმა. ბუნებრივია ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს“, - ამბობს ადვოკატი.
ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში იგი „მედიკლაბ ჯორჯიაში“ იმყოფება.