რეზონანსი
02.10.2018

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაჰყავთ. ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში სიტუაციის გასარკვევად მიდის. უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ გამოკვლევები „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

ექსპრემიერს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×