შესაბამის ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტარმა ოთარ დანელიამ მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქე, შესაძლოა, ფლობდეს მიწას თუ მიწა მიიღო მემკვიდრეობით ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება;
ამისათვის უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასჭრდება, რისთვისაც მთავრობას საინვესტიციო გეგმას წარუდგენს. თუ გეგმით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი.
ამასთან, უცხოელს, რომელსაც გააჩნია მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია 2 წლის ვადაში გაასხვისოს მიწა (გარდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა), თუ არ დაამუშავებს მიწას.
თუ ვალდებული პირი ვერ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას, მან ვადის გასვლიდან ერთ თვეში უნდა მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის მიზნით.