რეზონანსი
01.10.2018

 სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ქეთი ცხვარაძემ თავი მოიკლა. ქეთი საკუთარ სახლში ძმამ იპოვა ჩამომხრჩვალი. ქეთის მეზობელი ყვება, რომ გოგონა 14 წლის იყო, როცა დედამისი თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მთელი ოჯახი ამ 14 წლის ბავშვს დააწვა კისერზე. მშრომელი ბავშვი იყო, გაკვეთილებს შუაღამისას სწავლობდა.

"ეს საცოდავი თავს რომ იხრჩობდა, ეზოში მამამისი მუშაობდა. ძაღლმა დაიწყო ყმუილი. 5 წუთით ადრე რომ დაეწყო, მიუსწრებდნენ. გასაცოდავებულია ოჯახი. მამამისმა მინები ჩაამსხვრია გუშინ და ვენებგადაჭრილია. ბიძა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედამისი ჩამოვიდა გუშინ, ალბათ, ფსიქიატრი დაჭირდება. ძმამ ნახა მეშვიდე კლასშია. ის როგორ იქნება? ამხანაგები სკოლაში არ დადიან. ყველანი იქ არიან...“ - წერს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×