რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ზაზა ოქუაშვილის განცხადებებზე საუბარს მოჰყვა. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ როდესაც ასეთი სახის განცხადებები კეთდება, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბუიჯები უნდა გადადგას და შს მინისტრი მაინც უნდა დაიბაროს პარლამენტში.

უმრავლესობის წევრი ბესელია აცხადებს, რომ ადგილი აქვს ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების ფაქტს.

ირაკლი კობახიძემ კი "ნაციონალური მოძრაონის" მმართველბაზე ისაუბრა და ფაშისტურ გერმანიას შეადარა:

"მასშტაბი არ გქონდათ თორე ჰოლოკოსტს კი არა უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს ...თქვენ ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ და ასევე ჩაგაგდებინებთ მომავალშიც" მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×