რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში - „ომეგა ჯგუფისა" და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების თემა პარლამენტარებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს" წევრებმა სერგი კაპანაძემ და აკაკი ბობოხიძემ „ომეგა ჯგუფის" საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოსვლა მოითხოვეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს" წევრს, აკაკი ბობოხიძეს მიმართა სიტყვებით: „დაახვიე" ახლა აქედან".

უმცირესობის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს მიმართეს ერთგვარი რიტორიკული კითხვით, იყო თუ არა ეს ის საკითხი, რაზეც პარლამენტს რეაგირება უნდა მოახდინა და შესაბამისი უწყებები დაებარებინა.

საბოლოოდე დისკუსიაში უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაერთო. კობახიძემ უმცირესობის ბრალდებებს კონტბრალდებებით უპასუხა და 9-წლიან რეჟიმზე გაამახვილა ყურადღება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×