რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) სამწუხარო ამბავი საფრანგეთიდან - მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შარლ აზნავური დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა საქართველოში დაიბადა. გადმოცემით, აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.

შარლ აზნავურის კარიერა 65 წელს ითვლის, მას შესარულებული აქვს 1400-ზე მეტი სიმღერა, ის 6 ენაზე მღეროდა. კონცერტები ჩატარებული აქვს 82 ქვეყანაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×