რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც მათი თქმით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ლევან ყიფიანმა გამოიტანა ბანკიდან ფული. როგორც" იბერიას" წყარო ამბობს, ფოტოზე გამოსახულია ლევან ყიფიანი, რომელიც "თიბისი ბანკის" მოსაცდელში ზის თანხის გასატანად. ასევე გადაღებულია კადრები ბანკის გარე პერიმეტრზე, რომელიც მარჯანიშვილზე მდებარეობს.

ტელეკომპანიის მტკიცებით, 4 მილიონის გადარიცხვას ასევე ადასტურებს ის ქვითრები, რომლებიც "თიბისი" ბანკშია გაცემული. ერთ-ერთი გადარიცხვისას მილიონი დოლარია გადარიცხული, ხოლო მეორე ჯერზე კი 781 ათასი დოლარი. საქმე ეხება კომპანიას, რომელიც 2016 წლის 19 აპრილს დაფუნძდა და 21 აპრილს კი უკვე გადარიცხვა განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×