რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 468 შემთხვევა.

2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. აივ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4 % ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % სისხლის რეციპიენტია; 0.7 % გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი - 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი - 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში (272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო. შიდსის ცენტრის მისამართია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი. ცხელი ხაზი: 239-80-18.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×