(რეზონანსი) ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც, ბომბეიშიც, თუმცა ბატონ ოქუაშვილს თითო თეთრის გადახდა მოუწევს, - ასე უპასუხა შიგანან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ომეგას" დამფუძნებელის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებეს.
"თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოინდომებს - ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ბატონ ოქუაშვილს მოუწევს თითო თეთრის გადახდა იმ ვალიდან, რაც აქვს. შეხვედრა შედგა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე. მე გავცემ პასუხს ყველა კითხვაზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც და ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა დღეს გახარიამ.