(რეზონანსი) ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას მთხოვდა, - ამის შესახებ განცხადება „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში" გააკეთა.
„მოთხოვნილი იყო მათგან აგრეთვე, რომ პროცენტების განაწილებასთან ერთად "ოცნებაში", დამატებით უნდა დამეფინანსებინა კიდევ ალიანსი, რომელიც, იმ 7%-იც არ შედიოდა. რომელი 25 %-იც მრჩებოდა 7% აკლდებოდა კიდევ. ეს იყო პირამიდა. ივანიშვილი. მე ვიცი, რომ იქ მოვხვდი აბსოლუტურად გულწრფელი მიზნებით. ჩვენი ასეთი მიღებისთვის რა იდგა და სად თანხმდებოდა, მეორე საკითხია. მე რომ მივიღე მათ დაფინანსებაზე შემოთავაზება, თხოვნა თუ მოთხოვნა, ეს ნამდვილად ასეა. მე არაფერს ვაფინანსებდი, რაც არ მინდოდა. მე არაფერს ვიძლეოდი, მაგათ კორუფციაში არ ვიღებდი მონაწილეობას. ფული, რაც წაიღეს ეს იყო გატაცებული ფული და მე არ ვიქცევი არასდროს ჩემი იდეების, ბუნების თავის, ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ",- განაცხადა ოქუაშვილმა.