რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის გამოძალბის შესახებ ბრალდება „ომეგას" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

მისი მტკიცებით, შეხვედრა ლევან ყიფიანის შუამავლობით მოხდა.

"მე ჩვეულებრივი კანონიერი მოთხოვნა მქონდა. როგორც ჩანს, ისინი ნადირობენ ბიზნესებზე და ხალხზე, სწავლობენ მათ, საიდან შეიძლება მიდგომა, თითქოს დახმარების მხრივ. ისინი არიან ივანიშვილი და მათი ჯგუფი სხვადასხვა დარგში და შემდეგ სწორედ ეს იყო მიზეზი, იყო ზარალი 2004 წელს და ეს გამოიყენეს ნიშნად თითქოს დახმარების მიზნით. აგრეთვე, იყო პრობლემა ჩემ ბიზნესში დამპინგი, რომელიც მიმართულად გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ. დემპინგი მიმდინარეობდა დაახლოებით 5 წელი, 8 წელი, ბოლო 5 წელში უფრო გააქტიურდა რა თქმა უნდა, დემპინგი ბიზნესისთვის რთულია და მიზანდასახულად, როგორც იარაღი გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეზარალებინათ ფირმა, მოეხვედრებინათ ვალდებულებებში და შემდეგ ეს ბერკეტად გამოეყენებინათ ჩემი და ჩემი თანამშრომლების თავისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ბიზნესი შეექმნათ თავისუფლად და იგივე დაეფინანსებინათ ტელევიზია", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი განცხადებით, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა, ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×