რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) "ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა (ყიფიანი) თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის (იგულისხმება ლევან ყიფიანის მისვლა გიორგი კვირიკაშვილთან). ჩააგდეს სარდაფში, კაცი თავის მოკვლას აპირებდა",-ასე იხსენებს „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სარდაფში მომხდარ ინციდენტს.

ოქუაშვილის თქმით, ყიფიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებაც სცადეს. მისივე თქმით, ყიფიანმა ეს არამარტო მას, არამედ ყველას მოუყვა.

"იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს, ჩვენ, სუყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო. ემუქრებოდნენ ჩემს ხალხს. ყიფიანი ამას ყველას უყვებოდა. მათ ვერ შეძლეს დაშინება. ჩვენზე ამან გავლენა ვერ მოახდინა", - განაცხადა ოქუაშვილმა "რუსთვი2"-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×