რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) 1 და 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება. 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

1 - 2 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

3 - 4 ოქტომბერს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში 1 - 2 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება. 3 - 4 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი და +26, +28 გრადუსამდე დათბება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×