რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) ბათუმში ტრაილერების მძღოლები აქცია მართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული მხარისგან ორ თვეზე მეტია ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გაიცემა, რის გამოც, მეზობელ ქვეყანაში გადასვლას ვერ ახერხებენ და ფაქტობრივად, უმუშევრები რჩებიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, თურქ მძღოლებს საქართველოში ანალოგიური პრობლემა არ აქვთ. მძღოლები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სარფის გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ნებართვების პრობლემასთან დაკავშირებით ისინი აქციებს ორი თვის წინაც მართავდნენ, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს და აქციები შეწყვიტეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×