რეზონანსი
01.10.2018

 „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგებლების კითხვებს რამდენიმე დღეში უპასუხებს. ამის შესახებ თავად ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ჟურნალისტებმა ივანიშვილს დაუსვეს არაერთი კითხვა, მათ შორის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილმა თქვა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერს უპასუხებს.

„რამდენიმე დღეში დაგიბრუნდებით და მოგცემთ ინტერვიუს", - მიმართა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×