რეზონანსი
01.10.2018

 უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ზაზა ოქუაშვილის საკნადლურ განცხადებებებზე,  ივანიშვილის მხრიდან 4 მილიონის მოთხოვნასა და ფარცხალაძის მხრიდან, ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაგდებასა და მუქარაზე, კომენტარს აკეთებს:

"თურმე გაუტყავებიათ 1905 წელში და გადასახადებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. კაცი პატიოსნად იხდის თურმე გადასახადებს,  მაგრამ  დააწვნენ და ბიძინას 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა...

4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტიურად 4 ლარია. ის ახმარებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა თურმე ამდენი დიდი წვალების შემდეგ ასეთ ტანჯულ პერსონას. აუცილებელია პროკურატურამ ძალიან გულუბრყვილო, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენოს და მათ ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი," - განაცხადა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×