რეზონანსი
30.09.2018

 რუსთაველები ანტისანიტასრიას უჩივიან და მერიის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნკერების გაუქმების შემდეგ ვირთხები დარბიან ყველა სართულზე. "ღამით სახლში ვეღარ ავსულვართ ისეთი ამბავი ხდება. იქნებ დაგვეხმაროთ, რომ მიაქციონ ყურადღება ვისაც ეს ეხება", - აცხადებენ მოქალაქეები.

როგორც "ინფო რუსთავს"-  რუსთავის მერიიდან აცნობეს, ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა" სადარბაზოებში და სარდაფების ნაწილში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები გაატარა, თუმცა დარჩა რამდენიმე სარდაფი, რომლის დამუშავებაც ვერ მოხდა. მიზეზად კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში, მოსახლეობის მხრიდან სარდაფების ჩაკეტვას ასახელებენ.

ვირთხების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს და გამოიძახონ ჯგუფი რომელიც მათ გაუვნებელყოფაში დაეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×