რეზონანსი
30.09.2018

 დაახლოებით ოთხმა მილიონმა ადამიანმა იაპონიის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიიღო ევაკუაციის რეკომენდაცია, რაც ქარიშხალ „ტრამს“ უკავშირდება.

ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქარიშხლის სიჩქარე წამში 45-60 მეტრს შეადგენს. მეტეოროლოგები მას „განსაკუთრებით ძლიერი“ ქარიშხლის სტატუსს ანიჭებენ.

ელოდებიან, რომ ქარიშხალი დღეს კუნძულ ხონსიუს დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებს მიაღწევს. ამ დროისთვის უკვე დაშავდა 77 ადამიანი, ერთი დაკარგულად მიიჩნევა. დახურულია ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×