რეზონანსი
30.09.2018

 მკვლელობა მოხდა ქუთაისში. საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე, დიდების მემორიალთან მამაკაცი მოკლული იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, თუმცა მამაკაცის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს.

როგორც "პირველ არხს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×