საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან. შემოწმებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3000 კბ/სმ ან მეტია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/11/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2018 წლის 28 ნოემბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით).
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ტექინსპექტირებისას მოწმდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
სამუხრუჭო აღჭურვილობა;
საჭით მართვის სისტემა;
ხილვადობა;
ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
შასი და მისი შემადგენლები;
სხვა მოწყობილობები;
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.