რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) "ადამიანი არ ვარ, აბიტურიენტი ვარ" - ეს სტატუსი გამოაქვეყნა გოგონამ გარდაცვალებამდე ერთი კვირის ადრე.

როგორც ცნობილია, სამტრედიაში, მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარმა ძმამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონამ თვითმკვლელობა ადრეც სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×