რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. დეკანოზის ოჯახის წევრები და მრევლი მეუფე დიმიტრის დუმილის შეწყვეტისა და უკანონო პატიმრის დასაცავად ხმის ამაღლებისკენ მოუწედებენ.

"ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი ციხეში. მან ჩემზე უკეთ იცის და ნაწილობრივ კიდეც დაადასტურა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და ეპარქიას ხმა არ ამოუღია მღვდლის დასაცავად.

მეუფე იაკობი ამბიონიდან ილანძღება, ეს ყველაფერი მიმართულია ეპარქიის წინააღმდეგ, მაგრამ ეპარქია დუმს. მეუფემ მინიმუმ საწინააღმდეგო განცხადება უნდა გააკეთოს", - აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×