(რეზონანი) "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს "ქართული ოცნების" წევრები გამოეხმაურენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას მართავს ფორმალიზებლურ კონსტიტუციურ ფარგლებში და „ომეგა ჯგუფის" წილებისა და ბიზნესის გადანაწილების შესახებ ბრალდებები და ცილისწამება ოპოზიციას წინასაარჩევნოდ სჭირდება.
მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის და რომც იყოს, ჩანაწერში არ იკვეთება არცერთი მაღალი თანამდებობის პირის ბრალეულობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, ფაქტებზე პროკურატურამ უნდა ისაუბროს, თუმცა, მისი თქმით ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
„რუსთავი 2-ს" ელანდება ყველგან ბიძინა ივანიშვილი. ეს არ ვიცი კარგია „რუსთავი 2"-სთვის ან ბიძინა ივანიშვილისთვის თუ არა, მაგრამ ეს არის ფაქტი... კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა გვითხრას პროკურატურამ," - აცხადებს იგი.
ფარული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე