რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„თუ ვინმემ იცის, რას ნიშნავს შიდა დაპირისპირება, ეს, პირველ რიგში, იცის სამეგრელომ. ჩვენი - ყველას მიზანია დაპირისპირების დაძლევა, ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.

თუ საზოგადოება შეკრული არ არის, მას უჭირს წინსვლა. ჩვენი მთავარი მიზნების მიღწევას მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებს. ამ მიზნის ასრულებაში ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გამართულ შეხვედრაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×