რეზონანსი
30.09.2018

 ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალური ქსელში წერს, რომ ღამით რამდენიმე ათეულობით ადამიანი პოლიციამ კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკავა. მისივე თქმით, პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მისულ ადამიანებს.

"ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალირი პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს. მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც. ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფირობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა." - წერს ნაჯა ორაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფორმაციით კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი, აქედან ორი აკაკი წერეთლის გამზირზე, ხოლო ერთი ცაბაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები, ექსტაზი ამფეტამინი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×