რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) კანადის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს წვერის ტარების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Businessinsider-ი ავრცელებს.

თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც კანადელ სამხედროებს მაინც მოუწევთ. ინსტრუქციის მიხედვით, წვერი არ უნდა აღემატებოდეს ორ სანტიმეტრს, უნდა იყოს მოვლილი, ხოლო კისრისა და ყელის არეში კარგად გაპარსული.

კანადის თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ წვერის ტარების უფლება უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს ჯარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×