რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) სოფელ ხურვალეთიდან გუშინ გატაცებულ 36 წლის მაია ოთინაშვილს ოჯახს, ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

როგორც ცნობილია 3 შვილის დედა, ქმართან ერთად, კაკლის ასაკრეფად იყო წასული იმ ნაკვეთში, რომელზეც ამ დრომდე მოსავალს იღებდა. მაია ოთინაშვილს საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს.

როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ქალი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი დახმარება ვეღარ შეძლეს.

მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური ინფორმირებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×